კომპანია "STAR CAR RENT" შეიქმენა" 2010 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ავტო გაქირავების და ტურისტულ ბაზარზე.

ჩვენი კომპანია არის ლიცენზირებული - ახალგარზდა სწრაფად მზარდი კომპანია, რომლის მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად მოსახერხებელი პროდუქტების შექმნა და მომხმარებლების კეთილგანწყობის მოპოვება. გთავაზობთ ავტომობილების გაქირავებას თბილისსა და მთლიანად საქართველოში.

თქვენს განკარგულებაშია ავტოპარკი, რომელშიც შედის საშუალო, ბიზნესა და ეკონომ კლასის ავტომობილები, ყველგანმავლები და მინივენები. ყველა ავტომობილი შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია. პერიოდულად ხდება ავტოპარკის შევსება სხვადასხვა მარკის, მოდელის, ფერის და კომპლექტაციის ავტომობილებით.

ჩვენს სერვისში თქვენ არა მხოლოდ დაზღვეულ და ტექნიკურად გამართულ ავტომობილს, არამედ უფასო ტექ-მომსახურებასა და დამატებითი მომსახურების ფართო სპექტრს მიიღებთ. თუ თქვენთვის ხელსაყრელია, რომ დაქირავებული ავტომობილი პირადად არ მართოთ, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ შემდეგი მომსახურება - ავტომობილის დაქირავება მძღოლთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი მიიღოთ და დააბრუნოთ საქართველოს ნებისმიერ თქვენთვის ხელსაყრელ ტერიტორიაზე, სასტუმროებში, საერთაშორისო აეროპორტებში და სხვა.

"STAR CAR RENT" -ის მენეჯერები გულისხმიერად აგიხსნიან გაქირავების პირობებს, დაგეხმარებიან ოპტიმალური ტარიფის და მაქსიმალურად ხელსაყრელი ავტომობილის შერჩევაში, შეგითანხმებენ გაქირავების ღირებულებასა და ვადებს. ავტომობილის გაცემა და ყველა აუცილებელი საბუთის გაფორმება მინიმალურ დროში ხდება.

"STAR CAR RENT" გთავაზობთ ასევე ტურისტული მომსახურების სრულ პაკეტს - ტურებს საქართველოში:

  • ექსკურსიებს,
  • ლაშქრობებს,
  • ღვინის ტურებს,
  • თემატურ პროგრამებს,
  • საფესტივალო ტურებს,
  • კულტურულ-ისტორიულ ტურებს,
  • საზღვაო კურორტებს,
  • ზამთრის კურორტებს,
  • ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტებს.
  • კომბინირებულ ტურებს (საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი)
  • ყველა ტიპის სატრანსპორტო მომსახურებას,
  • სასტუმროების დაჯავშნას,
  • სამოგზაურო დაზღვევას,
  • ტრანსფერებს,
  • ავია ბილეთებს და თქვენთვის მორგებულ ტურისტულ პროდუქტებს.

 

ჩვენთან ავტოგაქირავების წინასწარი დეპოზიტი არ გჭირდებათ !