Star Car Rent

ტურის აღწერა:

კულტურული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

5 ღამე / 6 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ფასში შედის:

ორმხრივი ტრანსფერი ქუთაისის ეროპორტში

ფასში შედის:

ქართული სუვენირი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

380 $

1 დღე
დახვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გადაყვანა და დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო. ღამისთევა ქუთაისში.
2 დღე
გამგზავრება მარტვილში სოფელ სალხინოში დადიანების სასახლის მონახულება, მარტვილის კანიონის მონახულება (ნავით გასეირნება) ; გამგზავრება ზუგდიდში, დადიანების სასახლის და მუზეუმის დათვალიერება (სადაც ინახება ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომი სახის ნიღაბი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განძი ამ მუზეუმისა არის ღვთისმშობლის კვართი), საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის“ მონახულება. ღამისთევა ზუგდიდში.
3 დღე
გამზავრება მესტიაში მესტიის ულამაზესი ბუნებისა და კოშკების დათვალიერება, სტუმრობა მესტიის ისტორიულ ეთნოგრაფულ მუზეუმში; სტუმრობა ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტში სოფელ უშგულში (2200მ), რომელიც წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ღამის მესტიის ულამაზესი ხედების დათვალიერება. ღამისთევა მესტიაში.
4 დღე
გამგზავრება ბათუმში, ბათუმის ღირსშესანიშნაობების ნახვა: ბათუმის ანბანის კოშკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-სიმაგრე; დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
5 დღე
ბაგრატის ტაძრის მონახულება, სტუმრობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გელათის მონასტერში (რომელიც არის იუნესკოს მემკვიდერეობის სიაში), მოწამეთას მონასტერში. ღამისთევა ქუთაისში. სტუმრობა პრომეთეს მღვიმეში (ნავით გასეირნება მიწისქვეშა ტბაში 280 მ), სათაფლიაზე დინოზავრების ნაკვალევისა და მღვიმის დათვალიერება. დაბრუნება ქუთაისში, ღამისთევა ქუთაისში.
6 დღე
თავისუფალი დრო შოპინგისა და სამახსოვრო სუვენირების ყიდვისათვის, გადაყვანა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დამშვიდობება.
ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804