Star Car Rent

ტურის აღწერა:

კულტურული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

5 ღამე / 6 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ფასში შედის:

ორმხრივი ტრანსფერი ქუთაისის ეროპორტში

ფასში შედის:

ქართული სუვენირი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

285 $

1 დღე
წარმომადგენლების დახვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გადაყვანა და დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო. ღამისთევა ქუთაისში.
2 დღე
გამგზავრება კურორტ საირმეში (ცნობილია საირმის წყლებით, წყალი მდიდარია კალციუმის ბიკარბონატით); გამგზავრება შაორის ტბაზე (ტყიბულის მუნიციპალიტეტი); დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
3 დღე
სტუმრობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სტუმრობა პრომეთეს მღვიმეში (ნავით გასეირნება მიწისქვეშა ტბაში 280 მ); გასეირნება კურორტ წყალტუბოში (ცნობილია მისი მინერალური წყლებითა და გოგირდოვანი აბანოებით), სტალინის პირადი აუზის დათვალიერება სადაც ის ბანაობდა, მისი სტუმრობისას წყალტუბოში; სათაფლიაზე დინოზავრების ნაკვალევისა და მღვიმის დათვალიერება. ღამისთევა ქუთაისში.
4 დღე
გამგზავრება მარტვილში სოფელ სალხინოში დადიანების სასახლის მონახულება, მარტვილის კანიონის მონახულება (ნავით გასეირნება) ; გამგზავრება ზუგდიდში, დადიანების სასახლის და მუზეუმის დათვალიერება (სადაც ინახება ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომი სახის ნიღაბი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განძი ამ მუზეუმისა არის ღვთისმშობლის კვართი), ღამისთევა ქუთაისში.
5 დღე
გამგზავრება ბორჯომში, სტუმრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე პარკში (ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ევროპაში). რომანოვების სასახლის დათვალიერება, გასეირნება ბორჯომის პარკში; დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
6 დღე
თავისუფალი დრო შოპინგისა და სამახსოვრო სუვენირების ყიდვისათვის, გადაყვანა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დამშვიდობება.
ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804