Star Car Rent

ტურის აღწერა:

კულტურული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

6 ღამე / 7 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ფასში შედის:

ორმხრივი ტრანსფერი ქუთაისის ეროპორტში

ფასში შედის:

ქართული სუვენირი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

430 $

1 დღე
წარმომადგენლების დახვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გადაყვანა და დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო. ღამისთევა ქუთაისში.
2 დღე
ბაგრატის ტაძრის მონახულება, სტუმრობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში; გელათის მონასტერში (რომელიც არის იუნესკოს მემკვიდერეობის სიაში); მოწამეთას მონასტერში. ღამისთევა ქუთაისში.
3 დღე
გამგზავრება თელავში სოფელ წინანდალში, სტუმრობა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და მის მარანში, იყალთოს აკადემიასა და სამონასტრო კომპლექსში (VIII-XII საუკუნეები); სტუმრობა თელავის ეთნოგრაფიული მუზეუმში. ღამისთევა თელავში.
4 დღე
გამგზავრება სიღნაღში, სტუმრობა სიღნაღის ეთნოგრაფიულ არქეოლოგიურ მუზეუმში, სტუმრობა ბოდბეს წმინდა ნინოს მონასტერში; გამგზავრება თბილისში, თბილისის წმინდა სამების ტაძრის მონახულება. ღამისთევა თბილისში.
5 დღე
მეტეხის ტაძრის მონახულება (XIII საუკუნე), ძველი თბილისის დათვალიერება, მონახულება ნარიყალას ციხე-სიმაგრის (IV-საუკუნე) და გასეირნება მშვიდობის ხიდზე; გამგზავრება მცხეთაში, მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება (1968 წლიდან მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ მუზეუმად). სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მონახულება, მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება, სვეტიცხოვლის ტაძრის მონახულება (აგებულია 1010-1029 წლებში ის არის წმინდა ადგილი სადაც იესო ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელია, რომელიც იერუსალიმიდან მცხეთელმა ებრაელმა ჩამოაბრძანა), 1994 წლიდან იუნესკომ სვეტიცხოვლის ტაძარი და ქალაქი მცხეთა შეიტანა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ღამისთევა მცხეთაში.
6 დღე
ჯვრის მონასტრის მონახულება; გამგზავრება გორში, უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქის მონახულება, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება; დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
7 დღე
თავისუფალი დრო შოპინგისა და სამახსოვრო სუვენირების ყიდვისათვის, გადაყვანა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დამშვიდობება.
ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804