Star Car Rent

ტურის აღწერა:

კულტურული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

10 ღამე / 9 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ფასში შედის:

ორმხრივი ტრანსფერი ქუთაისის ეროპორტში

ფასში შედის:

ქართული სუვენირი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

650 $

1 დღე
წარმომადგენლების დახვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გადაყვანა და დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო. ღამისთევა ქუთაისში.
2 დღე
გამგზავრება კურორტ ანაკლიაში; გამგზავრება ზუგდიდში, დადიანების სასახლის და მუზეუმის დათვალიერება (სადაც ინახება ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომი სახის ნიღაბი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განძი ამ მუზეუმისა არის ღვთისმშობლის კვართი); გამზავრება მესტიაში და ღამის მესტიის ულამაზესი ხედების დათვალიერება. ღამისთევა მესტიაში.
3 დღე
მესტიის ულამაზესი ბუნებისა და კოშკების დათვალიერება; გამგზავრება ფოთში, ფოთის საკათედრო ტაძრის დათვალიერება; გამგზავრება ბათუმში, ღამის ბათუმის დათვალიერება. ღამისთევა ბათუმში.
4 დღე
ბათუმის ღირსშესანიშნაობების ნახვა: ბათუმის ანბანის კოშკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-სიმაგრე; დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
5 დღე
ბაგრატის ტაძრის მონახულება, სტუმრობა-ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში; გელათის მონასტერში (რომელიც არის იუნესკოს მემკვიდერეობის სიაში); მოწამეთას მონასტერში. სტუმრობა პრომეთეს მღვიმეში (ნავით გასეირნება მიწისქვეშა ტბაში 280 მ); სათაფლიაზე დინოზავრების ნაკვალევისა და მღვიმის დათვალიერება; გამგზავრება ახალციხეში. ღამისთევა ახალციხეში.
6 დღე
რაბათის ციხე-სიმაგრის დათვალიერება; ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დათვალიერება; გამგზავრება ბორჯომში, რომანოვების სასახლის დათვალიერება, გასეირნება ბორჯომის პარკში; გამგზავრება გორში, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება. ღამისთევა გორში.
7 დღე
გამგზავრება ყაზბეგის რაონში, ყაზბეგის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება (ალპური მდელოებითა და ტყეებით გარშემორტყმული ყაზბეგის ნაკრძალი); სტუმრობა ყაზბეგის მუზეუმში და გერგეთის წმინდა სამების ტაძარში. ღამისთევა ყაზბეგში.
8 დღე
თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და მეტეხის ტაძრის მონახულება (XIII საუკუნე), ძველი თბილისის დათვალიერება, მონახულება ნარიყალას ციხე-სიმაგრის (IV-საუკუნე), გოგირდის აბანოების მონახულება, გასეირნება მშვიდობის ხიდზე, ღამის თბილისის საუკეთესო ხედების ნახვა. ღამისთევა თბილისში.
9 დღე
გამგზავრება სიღნაღში, სიღნაღის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, სტუმრობა ბოდბეს წმინდა ნინოს მონასტერში; გამგზავრება მცხეთაში, მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება (1968 წლიდან მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ მუზეუმად). სვეტიცხოვლის ტაძრის მონახულება (აგებულია 1010-1029 წლებში ის არის წმინდა ადგილი სადაც იესო ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელია, რომელიც იერუსალიმიდან მცხეთელმა ებრაელმა ჩამოაბრძანა), 1994 წლიდან იუნესკომ სვეტიცხოვლის ტაძარი და ქალაქი მცხეთა შეიტანა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მონახულება, ჯვრის მონასტრის მონახულება; დაბრუნება ქუთაისში. ღამისთევა ქუთაისში.
10 დღე
თავისუფალი დრო შოპინგისა და სამახსოვრო სუვენირების ყიდვისათვის; გადაყვანა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დამშვიდობება.
ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804