Star Car Rent

ტურის აღწერა:

სპორტული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

1 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

30 $

1 დღე

იმოგზაურეთ ზემო იმერეთის საოცარ მხარეში ემოციებით . არ გაუშვათ შანსი ხელიდან მოინახულოთ საქართველოს უნიკალური და უძველესი ადგილები . სანახავი ობიექტები: სამწვერას ჩანჩქერი, კაცხის სვეტი, მღვიმევის მონასტერი, ა. წერეთლის სახლმუზეუმი სოფ. სხვიტორში, ზემო იმერეთის პანორამული ხედები. ზემო იმერეთი, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდან ზემო იმერეთი გეოგრაფიული ტერმინი იყო, დღეისათვის კი ზემო იმერეთი მიჩნეულია დასავლეთ საქართველოს ერთ ეკონომიკურ რეგიონად, რომელიც ისტორიულად წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. მის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. სწორედ ამ ისტორიულ მხარეში ვიმოგზაურებთ და მოვინახულებთ მის ულამაზეს ადგილებს.

კაცხის სვეტი – სვეტის სიმაღლე 40 მეტრია.სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში იყო გავრცელებული. სვეტი თარიღდება V-VI საუკუნეებით.

მღვიმევის დედათა მონასტერი – მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804