Star Car Rent

ტურის აღწერა:

სპორტული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

1 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

8 $

1 დღე

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა რომელიც იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად, ჩრდილოეთიდან კი შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. იმერეთი გამოირჩევა მაღალგანვითარებული სულიერი, სამეურნეო და მატერიალური კულტურით. მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი რომელსაც ოდითგანვე ეჭირა საქართველოს ისტორიაში წამყვანი და საპატიო ადგილი. დასავლეთ საქართველო ანუ ძველი კოლხეთი და ქუთაისი უძველესი დროიდან მოხსენიებულია არაერთ უცხოურ (ბერძნულ, არაბულ, სომხურ) ისტორიულ ქრონიკებსა და წყაროებში. დასავლეთ საქართველოს და ქუთაისს უკავშირდება ძველი ბერძნული მითების გარკვეული ნაწილი.

ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი.

გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. ანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორიული მუზეუმი – ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაფუძნებულია 1922 წელს, რომელიც ინახავს დაახლოებით 190998 ექსპონატს. მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები.

მოწამეთა – ტაძარი აშენებულია XI საუკუნეში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. აქ განისვენებენ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის წამებული ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი.

ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804