Star Car Rent

ტურის აღწერა:

სპორტული, შემეცნებითი, გასართობი

ტურის ხანგრძლივობა:

1 დღე

მონაწილეთა რაოდენობა:

ნებისმიერი

ტურის ღირებულება (1 ადამიანზე):

15 $

1 დღე

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა რომელიც იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად, ჩრდილოეთიდან კი შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. იმერეთი გამოირჩევა მაღალგანვითარებული სულიერი, სამეურნეო და მატერიალური კულტურით. მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი რომელსაც ოდითგანვე ეჭირა საქართველოს ისტორიაში წამყვანი და საპატიო ადგილი. დასავლეთ საქართველო ანუ ძველი კოლხეთი და ქუთაისი უძველესი დროიდან მოხსენიებულია არაერთ უცხოურ (ბერძნულ, არაბულ, სომხურ) ისტორიულ ქრონიკებსა და წყაროებში. დასავლეთ საქართველოს და ქუთაისს უკავშირდება ძველი ბერძნული მითების გარკვეული ნაწილი.

სათაფლიას მღვიმე – პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აქვეა დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და სტალაქტიტი, საიდანაც წყალი მოედინება. მეცნიერთა მიერ სათაფლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაც ბუნების უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში.

პრომეთეს მღვიმე – ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

ფოტო გალერეა
დაჯავშნა
დაჯავშნისთვის და სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით +995599988804